Digest Logo

„ხუთი წლის ვიყავი როცა დაიბადა, იმ დღიდან აღარ ვიყავი დედისერთა“ - 24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს

1743407650
გიგა დაუშვილი

24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაციას დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ავრცელებენ. 

რა გახდა გარდაცვლილის გაუჩინარების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

„გიგაზე:

ხუთი წლის ვიყავი, როცა დაიბადა და იმ დღიდან ჩვენი კავშირი უცვლელია – აღარ ვიყავი დედისერთა, რასაც სულ განვიცდიდი... 

განსაკუთრებული იყო, ალბათ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რეალურად ასახავს მის ბუნებას.

არ შეეძლო, უცხოდ დარჩენილიყო – ყველას მეგობარი ხდებოდა, ყველას გულში იდებდა ადგილს. ჩემთვის კი არა მხოლოდ ძმა იყო, რაღაც სხვა იყო, „გიგა“ იყო, რითაც ყველაფერი ნათქვამია.

ის, ვინც მას არ იცნობდა, უნდა იცოდეს – არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროს სიყვარულისთვის, სიცილისთვის და სიკეთისთვის მოევლინენ. ის ერთ-ერთი ასეთი იყო.

და რადგან ასეთი ადამიანები არასდროს ქრებიან, ის აქ არის, ჩემში, ყველა იმ მოგონებაში, სადაც თბილი შეხება და მისი ბოხი ხმა ცოცხლობს: „მარ, ჩემო ლამაზო…“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ცნობისთვის,  გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობდა, რომ ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოჰკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს. იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  გიგა დაუშვილი სწორედ მტკვარშია პარასკევს ნაპოვნი, სავარაუდოდ ცხედარი მდინარემ გამორიყა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაავადებები, რომლებიც ამ დღეს იწყება, როგორც წესი, მწვავეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას“ - 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები

ზვიად გამსახურდიას 86 წელი შეუსრულდებოდა