საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
კვარაცხელიამ გულშემატკივართა შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მიმდინარე სეზონში მესამედ მოიპოვა.
სერია A-ს ერთ სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი 3-ჯერ აქამდე არავის მოუპოვებია.
მარტში კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.
ჯამში, სერია A-ში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.