Digest Logo

🎥 „კვირაში 4-ჯერ მივდივარ მინიმუმ ჩემ ვარსკვლავთან, რომელიც ფილარმონიასთან არის...“ - თემურ ყვითელაშვილი

1764274674
თემურ ყვითელაშვილი

გა­მორ­ჩე­უ­ლად შრო­მის­მოყ­ვა­რე, შე­სა­შუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მე­ტის­მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი - ასე ახასიათებენ ქართველ თვითნასწავლ ვირტუოზ გიტარისტს, თემურ ყვითელაშვილს. 

მისი მუსიკა მოიცავს ჯაზის, როკის კლასიკური მუსიკის, პოპმუსიკის, ფლამენკოსა და ქართული ხალხური მუსიკის ელემენტებს. 

იგი ამჯერად სტუმრად გადაცემაში სხვა რაკურსი იმყოფებოდა, სადაც ცხოვრებაზე ისაუბრა:

„11 წლის ვიყავი როცა მუსიკა შემოვიდა ჩემში. საბჭოთა კავშირი იყო, ძალიან დიდი ხნის წინ. დახურული ქვეყანა, სადაც არაფერი მოიპოვება. ის ჟანრიც არ ისწავლებოდა რაც მე მაინტერესებდა. ქუჩაში უბრალოდ სამი აკორდის დონეზე ვუკრავდი. საკუთარი სავარჯიშოები და დაკვრის სტილი მე თავად შევქმენი. მე კეკლუცობა და ზედმეტობა არ მიყვარს ცხოვრებაში. ხალხის სიყვარული არის ყველაზე დიდი ჯილდოა. მე უმამოდ გავიზარდე, ამიტომ სრულიად უპატრონოდ მოვდივარ მთელი ჩემი ცხოვრება. თუ კი რამე ბენდი არსებობს, თუ კი რამე რეგალია, აბსოლუტურად ყველაფერი ამიხდა.

ცხოვრებაში ბევრ რაღაცაზე უარი ვთქვი. როცა ადამიანები სხვა რაღაცით ერთობოდნენ, მე ყოველთვის რეჟიმში ვიყავი. ცხოვრებაშიც ასეა. მიყვარს ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ადგილი და ფასი იცის. მე ვარ ადამიანი, რომელიც კვირაში 4-ჯერ მივდივარ მინიმუმ ჩემ ვარსკვლავთან, რომელიც ფილარმონიასთან არის“, - აღნიშნა თემურ ყვითელაშვილმა. 

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ ვიბრძოლებ...პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს...“ - რას წერს ილია თოფურია

⭕„ასწავლეთ პატარებს, რომ უყვარდეთ, ილოცონ“ - მამა გაბრიელის დარიგება მშობლებს

⭕თვის რომელ დღესა და რიცხვშია კარგი დიეტის დაცვა და მკურნალობის კურსის დაწყება