ლაშა გურული რინგზე ბრუნდება. მისი მეტოქე იქნება ლიამ დილონი, ბრძოლა გაიმართება 20 ივნისს, საუთჰემპტონში. ეს დაპირისპირება იქნება ნაწილი იმ ივენთისა, რომელიც რაიან გარნერისა და მაიკლ მანეზის WBC-ის დროებითი ტიტულისთვის ბრძოლით დაგვირგვინდება.
რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მოკრივის ინგლისელი მეტოქის შესახებ?
მის ანგარიშზე არის 22 ბრძოლა - 16 გამარჯვება, 5 მარცხი და ფრე. რაც შეეხება ბრიტანელის უკანასკნელ ჩხუბებს, მას ჰქონდა სერია ზედიზედ 3 წაგებით, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გართ ნუტთან მოგებით დასრულდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: