„ქართული ოცნების“ დელეგატმა ლაშა ტალახაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.
მისი თქმით, ხმა მისცა ქვეყანაში მშვიდობას და ერთობას. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„დავაფიქსირე ჩემი აზრი და, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობას, ერთობას და ჩვენს კეთილ მომავალს, ჩვენი შვილების კეთილ მომავალს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, ვიაქტიუროთ და ქუდზე კაცი ყველა აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ის ღმერთის საჩუქარი იყო… ბედნიერი ვიყავი ჩემი ცხოვრების იმ ერთ მონაკვეთში…“ - ლოლა წერეთელი