„სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი!!! სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს!!!“ - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას.
„სალომემ ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან: პირველივე წინადადებიდან გააკეთა დისტანცირება და რევიზორივით ელაპარაკება ხელისუფლებას, "მე" და "თქვენ".სიცრუე, ბოღმა, ამპარტავნობა, მიკერძოებულობა, არაქართველობა და აშკარად, ახალი ოპოზიციის ლიდერობის სურვილი - აი, ე.წ. „პრეზიდენტი“-ს სიტყვის მშრალი ნაშთი!!! 31 მარტს, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს მტერი დგას!!!
სალომე, შენ მარტო ხელისუფლებას კი არა, საქართველოს უდიდეს ნაწილს დაშორდი!!! სირცხვილი შენს წარსულს და მომავალს!!!“ - წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში!