Digest Logo

მარნეულში შვილმა მამა მოკლა

1784280675
პოლიცია

მარნეულში შვილმა მამა მოკლა - ამის შესახებ ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.

ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „დაიჯესტს“ განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახი მკვლელობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 10-დან 15 წლამდე.