Digest Logo

მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

1677305891
სანთელი ხატთან

მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს.

ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი.

ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

ორშაბათიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ

🔵„მოდი უნდა დაგახრჩო გივიკო კცონით“ - გივიკო დიდიამ დედას სიურპრიზი მოუწყო

🔵„მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ყველა კარგ ამბავს ერთად გეტყვით - ამ ყველაფერს საამაყოდ არ გიყვებით. გიყვებით იმიტომ, რომ საზეიმოდ გითხრათ, რომ ...“ - აკა სინჯიკაშვილი