Digest Logo

🎥 „მე გადავარჩინე ძალიან ბევრი ახალგაზრდა... ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ქმართან ერთად გავატარე“ - გაიცანით 100 წლის ლიდა ოსიტაშვილი

1713512457
ლიდა ოსიტაშვილი

ასი წლის ლიდა ოსიტაშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საკუთარ ცხოვრებაზე ჰყვება.

ლიდა ოსიტაშვილმა ომის დროს ძალიან ბევრი ახალგაზრდა საკუთარი შრომით და ძალისხმევით გადაარჩინა. მისი თქმით, სამშობლომ და ქართველმა ხალხმა ეს თავდადება დაუფასა.

„მთელი ჩემი ცხოვრება სამშობლოს შევწირე, მიყვარს ჩემი ქვეყანა. მე გადავარჩინე ძალიან ბევრი ახალგაზრდა სიკვდილს. გავხდი სამამულო ომის ვეტერანი. შევქმენით ბრიგადა ახალგაზრდებისა. ზოგი ქსოვდა, კერავდა და ყოველ კვირას ვგზავნიდით.ერთი მწერდა რომ შენმა გამოგზავნილმა ხელთათმანებმა და წინდებმა გადამარჩინეს სიკვდილისგანო. ჩემმა ქვეყანამ ყველაფერი დამიფასა, მედლებით მაჯილდოებდნენ. ჩემი ძმა რადისტი (რადიოთი ცნობების გადაცემა) იყო, იქ დაიღუპა. ამიტომ მინდოდა წასვლა იქ სადაც ცემი ძმა მოკვდა“, - ჰყვება ლიდა ოსიტაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ავირიდოთ ინფექციები მეორეული ტანსაცმლის შეძენისას? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

„ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები“ - რას ამბობს მარკუს მეტრეველი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში