Digest Logo

🎥 „მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მაგ ბიჭმა „სროკზე“ გამიშვა აშშ-ის ციხეში“ - ავთანდილ ხურციძის სკანდალური განცხადება

1708684760
ავთანდილ ხურციძ

2017 წლის ზაფხულში აშშ-ში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, 33 პირი დააკავეს. მათ შორის იყო კრივში მსოფლიო ჩემპიონი, ამერიკაში მცხოვრები ავთანდილ ხურციძე. მან საპატიმრო 2023 წლის აპრილში დატოვა.

ხურციძემ ცოტა ხნის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ  მის წინააღმდეგ ჩვენება მერაბ დვალიშვილმა მისცა.

მისივე მტკიცებით, დვალიშვილის ჩვენება იყო ცრუ, თუმცა სასამართლოზე მთავარ მტკიცებულებად მიიჩნია მოსამართლემ და ხურციძეს აშშ-ის ციხეში 10 წლიან პატიმრობა მიუსაჯა.

ამ საკითხზე ავთანდილ ხურციძემ უფრო დეტალურად ვიდეომიმართვაში ისაუბრა👇

„მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მე მაგ ბიჭმა გამიშვა „სროკზე“ და კიდევ სხვა ბიჭებმა, ესენი არ ამბობენ არაფერს. ბოლოს სასამართლო დახურეს, და დახურულ სასამართლოზე გამოიტანეს გადაწყვეტილება“, - ამბობს იგი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, 2017 წელს დაკავებულებს გამოძიებამ არაერთი ბრალდება წაუყენა, მათ შორის: ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები და კონტრაბანდა. ნიუ იორკში დაკავებულ ავთანდილ ხურციძეს, რომელიც მაშინ 37 წლის იყო, ბრალად დასდეს, რომ ის, ძალისმიერი მეთოდებით, მაფიის ბოსს რაჟდენ შულაიას ბრუკლინში დახმარებას უწევდა.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბედნიერი ვარ, რომ შენი სიცილის ხმა ვიცი... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დანახვაზე შენი პატარა სახე ნათდება“ - ნატალია ყიფშიძე ძმას იუბილეს ულოცავს

⭕ „ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა... მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს“ - ხატია სიჭინავა ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე

„ასეთი ბედნიერი გიო არ მინახავს, ასე დაგვემშვიდობა და მოგვეფერა... გვენატრები კეთილო ადამიანო“ - დავით ოქიტაშვილი, გიო ხუციშვილს დაბადების დღეს ულოცავს