Digest Logo

„მესტიაში, მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია, გზა აქტიურად იწმინდება“ - კაპიტონ ჟორჟოლიანი

1713435745
კაპიტონ ჟორჟოლიანი

„გზა უახლოეს რამდენიმე საათში გაიწმინდება, ჩართულია მძიმე ტექნიკა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - ამის შესახებ „დაიჯესტს“ მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სვანეთში, ლაშენში, მეწყერი ჩამოწვა. კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუკის“ მომხმარებელი ლაშა არაბული ავრცელებს.