სალომე ბაკურაძე პოპულარული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ტელე-რადიო წამყვანია. იგი გამოირჩევა თავისი ვოკალური მონაცემებითა და პოზიტიური, ენერგიული იმიჯით.
მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან გარდაცვლილ მეუღლესა და შვილთან ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრა:
„მიფიქრია ამაზე და ზუსტად ვიცი მეტყოდა, რა გინდა, ხომ იქ ხარ სადაც გინდოდა? ზუსტად ვიცი, ეს განწყობა ექნებოდა.
კი, ძირითადად ყოველთვის კმაყოფილი იყო ყველა ჩემი გადაწყვეტილებით, ქმედებით, ვიცი, რომა ხლაც ასე იქნება.
უკვე დავიწყე ფიქრი, რადგან ეს ისაა, რაზედაც ლაშიკო იყო სულ ჩემი მოტორი, რომ აბა მალე, რაღაც ახალი გააკეთე, აბა ეს ქენი და ზუსტად ვიცი, რომ ეს საჭიროცაა, ალბათ დროულიცაა, ამის დრო შინაგანად შეიძლება ძალიან დიდი ხანი არ დადგეს, მაგრამ არის რაღაცები, რისი გაკეთებაც რაც არ უნდა გვიჭირდეს, უნდა გავაკეთოთ.
ამიტომ, აუცილებლად მექნება ახალი სიმღერა, სიმღერებიც და ვიდეოც.
სანტი ზოგადად მეგობრული ბავშვია და ისე გავზარდეთ, რომ ეს ხაზი არ დაიკარგოს მთელი ცხოვრება. ჩემი გულშემატკივარია, ყოველთვის ვეკითხები როგორ გამოვიყურები, ეს ხომ არ შევცვალო.
პირველი გადაცემის შემდეგაც დავურეკე და ვკითხე, მიყურე თუ არა -მეთქი? კიო, კარგი იყოო“, - ამბობს სალომე ბაკურაძე.
სალომე ბაკურაძე დაქორწინებული იყო პროდიუსერ ლაშა ბასლანძეზე (წყვილმა 2014 წელს იქორწინა). მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი სანტი. 2025 წლის ნოემბერში ლაშა ბასლანძე მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც მომღერლის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სანდრო ჩიჩუამ შეყვარებულს ვარდების თაიგული აჩუქა - წყვილის რომანტიკული ფოტოები
🎥 მატილდა გვარლიანი Isabel Marant-ის სარეკლამო კამპანიაში - ფოტოები