ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ზიარების სურვილი ექნება, ის მზად არის სააკაშვილს ეწვიოს.
სასულიერო პირის თქმით, მისი ურთიერთობის ძირითადი შინაარსი სააკაშვილთან საეკლესიო საიდუმლოების შესრულება იყო.
„ეს დამოკიდებულია თავად სააკაშვილზე და მის სურვილზე. ჩემი ურთიერთობის ძირითადი შინაარსი იყო მასთან საეკლესიო საიდუმლოებების შესრულება და არავითარი სხვა პოლიტიკური საკითხების განხილვა. მთლიანად მასზეა ეს დამოკიდებული. როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე, ვაზიარო, თუ სხვა საიდუმლო შევასრულო, მე მზად ვარ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბარში.