Digest Logo

მგზავრი, რომლის გადასარჩენადაც თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა, გარდაიცვალა

1673106566
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავში აფრენის დროს  60 წლამდე კაცი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ეკიპაჟმა, უკან დარუნების გადაწყვეტილება მიიღო. ქუთაისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფორმაცია „დაიჯესტს“ ქუთაისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. 

ცნობისთვის, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა. აფრენიდან თითქმის საათ-ნახევარი იყო გასული - ავია ხომალდს რამდენიმე ათეული კილომეტრი ჰქონდა გავლილი, როცა უკან დაბრუნება დაიწყო.