საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს!
საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო.
ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას და ეროვნულ სიმტკიცეს“, - აცხადებს ყაველაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი ტრანსფერი“ - პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა, ცნობილია კონტრაქტის პირობებიც
⭕1 დაღუპული და 4 დაშავებული - ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა