Digest Logo

🎥 „მინდა გაგახაროთ, ძალიან ბევრი წელი გაიხარებთ კიდევ ჩემი ყურებით...“ - რას ამბობდა ნანიკო ხაზარაძე

1781593917
ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. იგი რამდენიმე ათწლეული ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანდა და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა.

მან 24 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. 

იგი გადაცემის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის გენეტიკაზე და ასაკზე: 

„უბერებელი ვარ, გენეტიკა კარგი მაქვს და ამას ვერ ვუარვყოფ. ფაქტი სახეზეა, დედაჩემს ვინც იცნობთ და ბებიას ვინც იცნობდა. მინდა გაგახაროთ, ძალიან ბევრი წელი გაიხარებთ კიდევ ჩემი ყურებით. 

54 წლის ვხდები, ჯაჯანიძემ მასწავლა, რომ უნდა მოიმატო ასაკიო. ჯაჯანიძე 10 წლით დიდია ჩემზე, ის ხდება 64 წლის. 

ხომ ხედავთ, მე აგერ წამოვედი იმიტომ, რომ ზალისკენ მივიწევ ნელ-ნელა. ცუდი ანეკდოტია, მაგრამ სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ, მართლა“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

16-18 ივნისს ამინდის პროგნოზი - „მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით“

🎥 თათული ედიშერაშვილი 45 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მსახიობმა დაბადების დღე

🎥 „უყურებ და სიტყვები ზედმეტია...“ - სალომე კბილაშვილი გარდაცვლილი ძმის უცნობ კადრებს აქვეყნებს