ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა დათო ლიკლიკაძემ გადაცემაში „სარკასტიკა“ კორპორატიულ ღონისძიებებში მიღებულ ჰონორარებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, კორპორატიული საღამოს წაყვანის მინიმალური ანაზღაურება 3000 ლარია, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც 5000, 6000 და 7000 ლარიც მიუღია.
როგორც ლიკლიკაძე აღნიშნავს, საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით დატვირთულია და ერთ სეზონზე 27 კორპორატიული ღონისძიებაც კი ჰქონია.
„მინიმალური ალბათ 3000 ლარია. მაქსიმალური? 5000, 6000, 7000 ამიღია, მეძვირე არ ვარ {იცინის}. მქონია 27 კორპორატიული ახალ წელს. დავუშვათ, 29 დეკემბრიდან დავიწყებდი და 18-19 იანვრამდე გაგრძელდებოდა. ეს 27 ღონისძიება მინიმუმ 3000 ლარზე რომ გავამრავლოთ...“, - ამბობს დათო ლიკლიკაძე.
მისივე თქმით, უყვარს შრომა, თუმცა ანაზღაურების გარეშეც არ იმუშავებდა.
„არასდროს დამიმალავს, რომ მიყვარს შრომა, იმიტომ, რომ ფულს მიხდიან. უფულოდ არ მიყვარს შრომა“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.
