კურიერი • P.S. -მა კესარია აბრამიძის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით რეპორტაჟი მოამზადა, სადაც მკვლელობის დეტალებზე ტრანსგენდერი ქალის და ანა აბრამიძე საუბრობს.
როგორც კესარია აბრამიძის და ჰყვება, მკვლელობის გაგების მომენტიდან იცოდა ვინ იქნებოდა დამნაშავე. ანა აბრამიძე აღნიშნავს, რომ ბექა ჯაიანს იგი სძულდა:
„ყოველთვის უნდოდა ჩემს დას რომ წავეყვანე სადმე გადაცემაში, მესაუბრა ჩვენს დობაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ცხოვრებაში, ვერ წარმომედგინა მას თუ რამე დაემართებოდა.
მისი დანახვაც კი არ მინდა, მის სახელსაც არ ვახსენებ. ვიცი, რომ არ მოვწონდი და ეს ყველაზე მეტად მიხარია. მილიონი ადამიანი დაადასტურებს, რომ მხოლოდ მასზე შეიძლებოდა ეჭვის მიტანა. მხოლოდ ის არის დამნაშავე. გავიგე, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება და მინდა ვთქვა, რომ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია არსად. არც სიკვდილი მინდა მისი. მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს და გაიაზროს, როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს“, - ამბობს ანა აბრამიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი დაბადების დღის ვახშამი“ - ქეთა თოფურიამ იუბილე წყნეთში აღნიშნა
⭕„საოცარი გოგო ხარ“ - ელენე ეპიტაშვილი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს