Digest Logo

მკლავჭიდში ლევან საგინაშვილმა ჯერი კადორეტი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

1734246730
ლევან საგინაშვილი

მკლავჭიდში, EAST WEST-ის ღონისძიებაზე 36 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლევან საგინაშვილმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა.

საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო. აღსანიშნავია, რომ ლევანმა აშშ-ში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობა კარიერაში პირველად მიიღო.

შეხვედრამდე ქართველ მკლავჭიდელს მაჯა ჰქონდა დაზიანებული და რამდენიმე თვე მკურნალობის კურსს გადიოდა.

შედეგად, ლევან საგინაშვილმა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი დაიცვა. ის ტიტულს აპრილში, დევონ ლარეტის დამარცხების შემდეგ დაეუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სროლა ჩრდილოეთ საფრანგეთში - არიან დაღუპულები

⭕15 დეკემბერს სავსემთვარეობაა - რჩევები და მარტივი რიტუალი, რომელიც ამ დღეს უნდა ჩაატაროთ ქეთი ოდიშელისგან

⭕15 დეკემბრიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება