ელექტრონული მუსიკის ლეგენდა Moby საქართველოში კონცერტს გამართავს.
რიჩარდ მელვილ ჰოლი მსმენელის წინაშე 30 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარდგება.
ბილეთების გაყიდვა კი 17 თებერვალს დაიწყება.
ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი Moby (რიჩარდ მელვილი ჰოლი) ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. კარიერა მან 1990-იან წლებში დაიწყო და ფართო ცნობადობა 1991 წელს გამოსულმა სინგლმა “Go” მოუტანა.
მსოფლიო წარმატება Moby-მ 1999 წელს გამოსული ალბომით Play მოიპოვა, რომელიც ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ნამუშევრად მიიჩნევა. ალბომიდან სიმღერები - Porcelain, Natural Blues და Why Does My Heart Feel So Bad? - არაერთ ფილმსა და სარეკლამო კამპანიაში გამოიყენეს.
მუსიკოსი შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად ცნობილია აქტიური საზოგადოებრივი პოზიციით - იგი წლების განმავლობაში ცხოველთა უფლებების დამცველი და ვეგანური ცხოვრების წესის მხარდამჭერია. Moby დღემდე აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და პერიოდულად ახალ პროექტებსაც წარადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ: