Digest Logo

„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის უმეტესი ნაწილი უნალექო იქნება“ - კობა ფარტენაძე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

1745217004
ამინდი წვიმა

 მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს:

„ამინდის თვალსაზრისით, ისტორიამ იცის „ცივი“ აღდგომის მრავალი მაგალითი, აღდგომა ღამის ყინვებით, აღდგომა წვიმით და აღდგომა პლაჟის სითბოთი. მიუკერძოებელი სტატისტიკა მიუთითებს ძირითადად იმაზეც, რომ: როგორც წესი, აღდგომა უმეტესად თბილია - დაახლოებით, 70% შემთხვევაში ეს დღე მშვენიერი და მზიანია.
მიმდინარე წლის სააღდგომო დღეები, ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილისთვის, საკმაოდ გრილი აღმოჩნდა, ხანმოკლე წვიმითა და ნისლით, არც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი მნიშვნელოვანი დათბობა, მომდევნო კვირა ისევ არასტაბილური იქნება, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა კვლავ იქნება და შესაძლებელია ელჭექი.

ჩვენთვის ერთ-ერთ გამორჩეულ დღეს აღდგომის შემდეგ, დიდ ორშაბათს ვგულისხმობ, მთელს ქვეყანაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის უმეტესი ნაწილი უნალექო იქნება, წვიმა მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში. გისურვებთ ამ სადღესასწაულო დღეებში, განწყობასაც მშვენიერს.მეტეოროლოგი,“ - წერს კობა ფარტენაძე

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

⭕მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება დღესაც უფასოდ შეეძლებათ