Digest Logo

„მოსალოდნელია მდგომარეობის უფრო დამძიმება“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე

1667541713
მარიამჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის  მარიამ ჯიშკარიანის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. 

მისი თქმით, მარტის თვიდან აღენიშნება ტემპერატურის მატება.

„ჩვენი მონაცემებით  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მოსალოდნელია კიდევ უფრო დამძიმება.

ჩვენ შევისწავლეთ გარკვეული დოკუმენტაცია, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, შესაბამისად ძალიან ვჩქარობთ უკვე დასკვნით ეტაპზე გადასვლას.

მარის თვიდან მოყოლებული მას აღენიშნება ტემპერატურის მატება, ამჟამად ტემპერატურული რეაქცია არის უფრო  მაღალი ვიდრე იყო.

მოსალოდნელია კიდე უფრო დამძიმება, შესაბამისად, საუბარი იქნება დიაგნოზების მიხედვით, შესაძლო გადავადება გათავისუფლებაზე“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.