კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრში ადასტურებენ.
მამუკა ლორიამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და 1985 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი იყო.
რუსთაველის თეატრის სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული. გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებში. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო – „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.