ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი სხვადასხვა ტელე ეთერების საშუალებით ხშირად უზიარებს ასტროლოგიურ რეკომენდაციებს მოსახლეობას.
მიუხედავად ამისა, მისი სულიერი პიროვნების შესახებ ძალიან იშვიათად საუბრობს, შესაბამისად საზოგადოება ამ კუთხით მას ნაკლებად იცნობს.
ქვეყნის მთავარი ასტროლოგი გადაცემის „მარტოობის 15 წუთი“ სტუმარი იყო, სადაც შეძლებთ სულ სხვანაირი მიხეილ ცაგარელის გაცნობას:
- ვინ არის მიხეილ ცაგარელი მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება?
ადამიანი ყოველთვის გაურბის იმას, ვინც რეალურადაა. რატომ? იმიტომ, რომ ეშინია. მე საკუთარ თავთან ყოფნა მიყვარს, რადგან უფალი ჩემშია. მე ძალიან დიდი სკოლა გავიარე ინდოეთში, რამაც საკუთარ თავში ჩახედვა და უფლის მონახვა მასწავლა. მე არ მჭირდება გარე ფაქტორები უფლის სხვაგან მოსაძებნად. ყოველ წუთს ვგრძნობ, მის არსებობას ჩემში, ჩემი სხეული არის ტაძარი, შიგნით არის უფლის ნაპერწკალი და ეს მაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას, გრძნობებს, ემოციებს. მთელი სისტემა მაქვს იოგის ვარჯიშის, ამიტომ არ მჭირდება ლოცვის სისტემის გამოყენება.
- როდის მიაგენით ამ ყველაფერს?
მე სკოლაში იმდენად აგრესიული ვიყავი, სამი კაცი მყავდა ისეთი გალახული, რომ რეანიმაციაში მოხვდნენ. აგრესიული ვიყავი, თან ვვარჯიშობდი. როცა მეკეტებოდა, კინაღამ მოვკალი კაცი. ეს იოგას მეშვეობით დავძლიე, წავედი ინდოეთში და ვისწავლე. ცხოვრება კი რადიკალურად შეიცვალა მაშინ, როცა ასტროლოგიაზე დავიწყე საუბარი. მეძახდნენ მთვარიდან ჩამოვარდნილს, გიჟს, მემუქრებოდნენ ცემით. მაშინ ვიგრძენი რას ნიშნავს ნამდვილი მედიტაცია, როცა შენში სიმშვიდე ისადგურებს და სხვა კუთხით უყურებ მოვლენებს, მერე ყველაფერი იცვლება.
ყველას თავის ჯვარი და კარმა აქვს სატარებელი. ყველა ვალდებულია იზრუნოს თავისი ყოფის გაუმჯობესებაზე. წაიკითხეთ სულიერი ოსტატების წიგნები, ჩაატარეთ ვარჯიშები, გაათავისუფლეთ სული და აურა, გქონდეთ მაქსიმალური კონტაქტი ბუნებასთან.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდის უნდა შეიჭრათ თმა? - იანვრის კალენდარი ახალი ვარცხნილობისთვის
🎥 როგორ გამოთვალოთ ეწყობით თუ არა თქვენს პარტნიორს დაბადების თარიღის მიხედვით