Digest Logo

მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

1748084463
მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს.

ცნო­ბის­თვის, 14 მა­ისს, თბი­ლის­ში მდი­ნა­რე მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მოძ­რავ „ფორ­დის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც ოთხი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და, "მერ­სე­დე­სის“ მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც "ფორ­დი" მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. 

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მდი­ნა­რი­დან, მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნეს კონ­ტაქ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ერთი პირი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ორი პი­რის ამოყ­ვა­ნა, ხოლო მე­სა­მე პი­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.