Digest Logo

„ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ზაზა შენგელია

1682916737
ზაზა შენგელია

„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში, ამერიკულ მეგა შოუ American Idol-ში ნუცა ბუზალაძის მორიგ შესანიშნავ გამოსვლას ეხმაურება, სადაც მომღერალმა QUEEN-ის უძლიერესი სიმღერა The show must go on შეასრულა.

სამწუხაროდ, ნუცა ბუზალაძე American Idol-ს ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, რადგან მომდევნო ტურში გასასვლელად მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა და ტოპ 10-ში ვერ მოხვდა. 

ვულოცავ ნუცა ბუზალაძეს ფანტასტიკურ გამოსვლას დღევანდელ ტურში და ზოგადად მთელ პროექტში. მისი გამოსვლა იყო უაღრესად გამორჩეული, ღირსეული და ხარისხიანი.

იყო რა პირველი უცხოელი, რომელიც ამ კონკურსის საფინალო ლაივ შოუების ეტაპზე გავიდა, ნუცამ რეალურად შეცვალა ამ უზარმაზარი ტელეშოუს 25 წლიანი ისტორია და შეაღო ამ პრესტიჟული კონკურსის კარი ახალგაზრდა ტალანტებისთვის მთელი დანარჩენი მსოფლიოდან ! 

ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს, რომელმაც ნუცას დახმარებით გაანგრია უზარმაზარი ყრუ კედელი და დაფიქსირდა მსოფლიოს უმსხვილესი და წამყვანი ამერიკული მუსიკალური ბაზრის რუკაზე, რაზედაც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა 

თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ტელეაუდიტორია (ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი) არც მენტალურად და არც მორალურად არ აღმოჩნდა მზად არაამერიკელი კონკურსანტის მისაღებად და პირიქით - ნუცას უნიჭო მეწყვილის, კარინა დიანჯელოს სპეკულაციური პროვოკაციის გამო, ფსიქოლოგიური წნეხის და ბულინგის ქვეშ მოაქცია ნუცა, თუმცა ამ სიტუაციაში ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა და სტრესულ სიტუაციას კარგად გაართვა თავი.

ეს ფაქტიც მის მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს 

დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც რამდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ ნუცასთვის მისაცემი ხმების მობილიზაციისათვის. განსაკუთრებული მადლობა ცნობილ ქართველებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ჩაერთვნენ ნუცას მხარდამჭერ კამპანიაში

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჟიურის წევრების პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნუცას მიმართ. მე ასე ვიტყოდი: წინა ტურში მათ არა მარტო გადაარჩინეს ნუცა, არამედ ირიბად აგრძნობინებდნენ, რომ ნუცა ამ შოუში ნიჭით, პროფესიონალიზმით და შრომისმოყვარეობით აბსოლუტურად გამორჩეული კონკურსანტი იყო

როგორც ლაიონელ რიჩიმ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომელ ადგილზეც არ უნდა გასულიყო ნუცა, მან American Idol-ის მრავალმილიონიან ტელეაუდიტორიას დაანახა, რომ ის არის უკვე შემდგარი ვარსკვლავი და აბსოლუტურად მზადაა ამერიკულ შოუბიზნესში მუშაობისათვის. 

This is Just The Begining, You Go Girl ! Nutsa Buzaladze“, - წერს ზაზა შენგელია.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცუდი ამბავი ლამაზებისთვის...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს პავლე მგელაძე

ბაბი კირკიტაძემ გიორგი გაბუნიას შვილი მოინახულა - „ქალბატონი კირა“

🎥 თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის სკანდალური აღიარება - რა წაშალეს პროგრამისტის ტელეფონიდან და რა მითითებები მიიღეს გამომძიებლებმა