
მაია ბარათაშვილის ბედნიერი ბავშვობა მაშინ დასრულდა, როცა გამზრდელი ბებია გარდაეცვალა, ამას მალევე მოჰყვა დედის გარდაცვალება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.
მაია ბარათაშვილი: ჩემი ბავშვობა იყო ძალიან ბედნიერი და იმავდროულად, ძალიან ორგანიზებული. დედა და მამა მუშაობდნენ და მე, ძირითადად, ბებიასთან ვიზრდებოდი. ბებიას გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, რუსულ და ფრანგულ ენაზე მოლაპარაკე იყო და ჩემი მასთან გატარებული წლები შეიძლება, ჩაითვალოს საფუძვლად, რომელმაც შემდეგ ჩემს შემდგომ წლებზე მოახდინა გავლენა. ფაქტობრივად, ის ჩემი მესაიდუმლე იყო. არ დამავიწყდება ჩაის სმის რიტუალი, როცა მაგიდასთან ვსხდებოდით, დიდი სამოვრიდან ვასხამდით ჩაის დიდ ჭიქებში, ვამატებდით შაქრის ნატეხს და ბევრს ვსაუბრობდით. ასე რომ, ჩემს განვითარებაში, მერი ბებიას დიდი წვლილი მიუძღვის.
– ერთხელ თქვით, პირველი სიყვარული 27 წლის ასაკში მეწვიაო და მასზე რატომ თქვით უარი?
– არც ენერგეტიკულად ვიყავით ერთმანეთისთვის შესაფერისი და მენტალიტეტშიც არ იყო თანხვედრა. ჩემთვის ცოტა რთულია იმ ადამიანთან ყოფნა და ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება, რომელიც ვერ მეწევა და უკან დაჩოჩიალობს. ის პირველი სიყვარული კი მშვენივრად არის, გამრავლებულ-დაოჯახებული.
– იმედია, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენთვის ენერგეტიკულადაც მისაღები იქნება და მენტალურადაც, არც უკან ჩამოგრჩებათ და თქვენ გვერდით ივლის. მთავარია, იმედი არ დაგიკარგავთ.
– ალა პუგაჩოვა ქმარზე 40 წლით უფროსია და ერთმა გოგონამ რომ ჰკითხა, სად ვიპოვო ჩემი საბედოო, ალამ კითხვა შეუბრუნა: რამდენი წლის ხარო? იმან უპასუხა, 30 წლისო. ჰოდა, ჯერ არ დაბადებულა შენი საბედოო (იცინის). ასე რომ, მგონი, ჯერ არ დაბადებულა ჩემი საბედო და მერე ვნახოთ (იცინის). ყველაფერი ამიხდა, რაც ჩავიფიქრე, ღმერთმა საჩუქრად მომართვა ბევრი რამე. ერთადერთი, რასაც ვნანობ არის ის, რომ არ გავხდი ოპერის მომღერალი. ის, რომ ოჯახი არ შევქმენი და შვილები არ მყავს, ამაზე არც ვფიქრობ და არც ვნანობ. მიუხედავად იმ ტკივილებისა და განცდებისა, რაც გამოვიარე, ამ ჩემს განმარტოებაში და თავისუფლებაში უბედნიერესი ვარ. გადასარევად ვგრძნობ თავს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. სიმარტოვის განცდა არასოდეს მქონია, მარტოობასაც თავისი პლუსები აქვს. შენ თუ გინდა, ბედნიერი იყო, მოძებნე შენი ბედნიერების გზა. მე ჩემი ბედნიერების გზა მოძებნილი მაქვს და ეს გზა ერთადერთია – გზა, რომელიც ქრისტემდე მიდის. სხვა ბედნიერების გზა არ არსებობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სასწრაფო დახმარების ექიმი გიორგი აბაშიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა
წყარო: tbiliselebi.ge