Digest Logo

ოკუპანტებმა ხურვალეთის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

1686748708
ოკუპანტებიოკუპანტები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სუსის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ხმა მაქვს ჩახლეჩილი ნარკოზის გამო... შესანიშნავად ვგრძნობ თავს“ - მაია ასათიანის მიმართვა კლინიკიდან, ოპერაციის შემდეგ

🔵„რა სილამაზეა ეს, ვის უბედავ“ - ნუცა ბუზალაძე ახალ ფოტოებში შესანიშნავად გამოიყურება

🎥 „ასე ვიჯდები უკანალით ყველაფერზე, რაც მომწონს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნეკა დოროყაშვილი