ექიმების განცხადებით, მძიმეა მამისა და ბაბუის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ, 27 დეკემბერს მარნეულში, ახალგაზრდა კაცმა დაჭრა.
მამას, რომელსაც, რომელსაც ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული თბილისში გადაიყვანეს. ექიმების ცნობით, ახალგაზრდა კაცმა ბაბუას, ჭრილობა ფილტვში მიაყენა.
„მამა არის მძიმე, მას აქვს თავის არეში ჭრილობა, ბაბუას რაც შეეხება, ფილტვში არის დაჭრილი და საოპერაციოა. ორივე არის მძიმე, მაგრამ მამა განსაკუთრებით, მამა კრიტიკულია, ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება და მიდის თბილისში“, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა მენეჯერმა ტატა შენგელაიამ.