Digest Logo

„ოთხი ბინა მაქვს, აქედან ორში ვცხოვრობთ, ორს კი ვაქირავებ“ - რა ქონებას ფლობს დათო ლიკლიკაძე

1794923513
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი დათო ლიკლიკაძე ამბობს, რომ ოთხი ბინა აქვს, რომელთაგან ორს აქირავებს, ორში კი ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს. როგორც თავად აღნიშნავს, ქონება საკუთარი შრომით შეიძინა და მემკვიდრეობით მიღებული ქონების გარდა, ყველაფერი დამოუკიდებლად დააგროვა.

ამის შესახებ მან „იუთუბის“ არხზე იუმორისტულ გადაცემაში „სარკასტიკა“ ისაუბრა.

„ოთხი ბინა მაქვს, აქედან ორში ვცხოვრობთ, იმიტომ, რომ ერთში დედა ცხოვრობს, მეორეში – ჩემი ოჯახი, ორს ვაქირავებთ. ერთი გაქირავებული მაქვს სტაბილურად, მეორე დეკემბერში თავისუფლდება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ დეკემბრიდან ერთი ბინა თავისუფლდება“, – ამბობს დათო ლიკლიკაძე.

მისივე თქმით, ქონების შეძენის მთავარი გზა შრომაა. როგორც იხსენებს, თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობს და დასვენებისთვის ძალიან ცოტა დროს იტოვებს.

„მე მთელი ცხოვრება ვშრომობ. 24 საათი ვმუშაობ. ჩემს დაბადების დღეზეც კი ვმუშაობდი, ახალ წელსაც. მინდა, რომ შრომისმოყვარე ვეგონო ხალხს და არა შრომისგან გამოთაყვანებული“, - ამბობს ჟურნალისტი.

✕