Digest Logo

„პაპი არის ყველა უბედურების მომტანი, რაც ხდება დასავლეთში... პაპის წინ გალობა არის ცოდვა“ - მამა დავით ნოზაძე

1656394250
მამა დავით ნოზაძე

26 ივნისს ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“ თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა, რასაც  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

აღნიშნულ ფაქტს ქადაგებისას მამა დავით ნოზაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რომის პაპის წინ გალობა ცოდვაა. 

„ვინ არის პაპი? ასეთი კითხვა შეიძლება, დაისვას.

ამაზე პასუხობენ ეკლესიის მამები:

პაპი არის ერესიარქი, არის ყველა უბედურების მომტანი, რაც ხდება დასავლეთში. თქვენ იცით, პაპიზმის სახით ეკლესიას მოწყდა დასავლეთი. პაპიზმში აღმოცენდა პროტესტანტიზმი. ამას შემდეგ მოყვა ფილოსოფიური მოძღვრებები და ბოლოს მივიდნენ იქამდე, რომ დაივიწყეს ყველაფერი.

დღევანდელი ევროპა რომ იხრჩობა უზნეობაში, ეს ყველაფერი არის ამ ერთი ადამიანის დამსახურება. ამ ერთ ადამიანში ეს პაპი არ იგულისხმება... იგულისხმებიან ის პაპები, რომლებმაც დაიწყეს დამახინჯება დედა ეკლესიისა...

ჩასვლა ვატიკანში და პაპის წინ გალობა არის ცოდვა. თქვენ ნუ იფიქრებთ, რომ პაპი მხოლოდ წარსულში ებრძოდა ეკლესიას. პაპი ახლაც ებრძვის ეკლესიას, მას აქვს სურვილი, რომ დაიმორჩილოს აღმოსავლეთი ანუ მართლმადიდებლები.

სწორედ ამიტომ ხვდება აღმოსავლეთის პატრიარქებს, ეპისკოპოსებს...",- განაცხადა მან.  

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავიქვეითოთ მადა 5 მარტივი გზით - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

🎥 პირველი კადრები მარნეულიდან, სადაც აივნის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

🔵„მუცელს ვეღარ მალავს…” – ლიზა იასკო ორსულადაა? სკანდალური ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა