13 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას სასულიერო ცხოვრების აკრძალვის შესახებ.
„დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზედაც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
კომისიამ არასაპატიოდ ცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ“,- აღნიშნულია განჩინებაში.