გარემოს ეროვნული სააგენტო, 17 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში გაუარესდება.
„17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ვკითხულობთ პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: