რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლი „ქალების“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 2011 წელს შედგა, თუმცა აქტუალობას დღემდე არ კარგავს და მაყურებლის მოწონებას და აღფრთოვანებას იმსახურებს.
ამჯერად სოციალური ქსელი მოიცვა კადრებმა სპექტაკლიდან „ქალები“, სადაც გურანდას როლის შემსრულებელი ეკა მჟავანაძე ცეკვავს.
აღნიშნულ კადრებს არაერთი ცნობილი სახე დადებითად ეხმაურება, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა.
„მოვიძიე ეს სპექტაკლი youtube-ზე და თიზერიც დევს, სამწუხაროა, მე არ მინახავს თეატრში.
ქალის ხასიათის გახსნა ქართულ სცენაზე - აბა სხვანაირად ქალის ხასიათი მსახიობმა როგორ უნდა შექმნას?
წარბის აწევის და დუელზე გამოძახების საუკუნე არაა, გადასარევ ხასიათს ქმნის მსახიობი, რა ყველაფერზე მითქმა-მოთქმა იცის სამშობლომ… თეატრია…
სპექტაკლი არც ვიცი, რაზეა, მაგრამ ზუსტად ასე მოცეკვავე ქართველი ოჯახის ქალი იმდენი მინახავს, სოცქსელში და გარეთ, დაქალების გარემოცვაში - გასაგებია, უტრირებს თამაშით, მაგრამ ზუსტად ეს არის მსახიობის მიზანი - ხასიათის გადმოცემა ისე, რომ ძლიერი ემოცია აღძრას და აჰა,
სპექტაკლი „ქალები“ - თიზერის ლინკს თან ვურთავ.
ამოქექავენ 800 წლის წინანდელ მასალას და მიდის გარჩევა.
თქვენ სტენდალი რომ წაიკითხოთ, წიგნების აკრძალვას მოითხოვთ. იქ შუშანიკი აწამეს, აქ შორენა ქარაფებიდან გადაფრინდა... ეყო, ეყო ქართველ ქალს დრამა, ქართველ ქალსაც ეკუთვნის წილი ბედნიერება, სექსი, საყვარელი, გართობა… სულ მარხვა და გლოვაში ვერ იქნება“,- წერს იუნა შაფათავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ეკა მჟავანაძის შესრულებულმა ცეკვამ სპექტაკლში „ქალები“ მაყურებელი აღაფრთოვანა