Digest Logo

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა - არის მსხვერპლი

1784108143
საპატრულო პოლიცია

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს ხარაჩო ჩამოიშალა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფაქტი „დაიჯესტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ბეტონის დასხმის დროს მოხდა.

მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.