საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
გიორგი მამარდაშვილმა 11 სეივი შეასრულა და საქართველოს ნაკრების კარი არაერთი ურთულესი დარტყმისგან იხსნა.
საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ტურის ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
სოციალურ ქსელში კი სალომე სილაგაძე ამ ისტორიული მატჩიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მატჩის გმირი გიორგი მამარდაშვილი თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც ფანები მის სახელს სკანდირებდნენ ხელთათმანი მოიხსნა და გულშემატკივრებს ესროლა.
ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორ ტირის“ - ბუდუ ზივზივაძის და მისი შვილის კადრები ევროპის ჩემპიონატიდან