Digest Logo

რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ წმინდა ნინოს ხსენების დღეს და როგორ უნდა მიულოცოთ დღესასწაული ნინოებს

1717223003
წმინდა ნინო

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. 

რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.

თუ როგორ უნდა მიულოცოთ წმინდანის მოსახელეებს ეს დღე, ამის შესახებ განმარტებას მამა შიო პაიჭაძე აკეთებს:

„წმიდანის თანამოსახელეებს გამოვყოფთ ამ დროს და ვულოცავთ განსაკუთრებულად. ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე, - ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები არ არსებობს, უმთავრესი ამ დროს მილოცვასთან ერთად არის მათთვის ლოცვა. შევავედროთ წმიდანს, როგორც თანამოსახელე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთხოვოთ წმიდა მეფეს ყოველი მისი თანამოსახელე და ყოველი ჩვენი თანამემამულე დაგვილოცოს და მისი მეოხებით შეგვასწროს ჩვენს სამშობლოს ერთიანს და მთლიანს".

წმინდა ნინოს ხატთან უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვები:

ტროპარი

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.

კონდაკი

მოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

1 ივნისი ნინოობაა

⭕„გავიკეთებ აუცილებლად თუ დამჭირდება და გავაჩენ კიდევ 4 ბავშვს“- ნეკა დოროყაშვილი პლასტიკურ ოპერაციებზე

🎥 „სიყვარულის გოგოს გაუმარჯოს“- გიორგი მახარაძის შვილი იუბილარია