
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებზე, ფრაზებზე წერს.
მისი თქმით, სიკვდილში და თანაგრძნობაშიც კი გარეგნობა არის წინა პლანზე წამოწეული, რასაც მოწმობს ფრაზები -„ანგელოზივით ბავშვია“, „ასეთი სილამაზე არ უნდა ქრებოდეს“ და სხვა.
„ყოველთვის ძალიან მეუცნაურება, ტრაგედია რომ მოხდება, ადამიანები წუხილს გამოხატავენ, გარდაცვლილების ფოტოებს აზიარებენ და თან ხაზს უსვამენ გარდაცვლილის გარეგნობას - „რა საშინელებაა, ანგელოზივით ბავშვია”, „ასეთი სილამაზე არ უნდა ქრებოდეს”, „დახატული ახალგაზრდაა“, „რა დაემართა“ და ა. შ.
ანუ სიკვდილში და თანაგრძნობაშიც კი გარეგნობაა წინა პლანზე.
ადამიანი უშნო და შეუხედავი თუა, ნაკლებად სადარდებელია მისი სიკვდილი?“, - წერს მაია ბუწაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაუმარჯოს კარგ ცხოვრებას“ - ნუცა ბუზალაძე
⭕„ის, ვინც გარდაცვლილებს აგინებს, ცოცხლებს შეურაცხყოფს“ - რას წერს გია მურღულია
⭕„ნიჭიერების გარდაცვალება სხვანაირად მტკივნეულია…“ - ნატო გელაშვილი მამუკა ჩარკვიანზე