დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ რეტინოლის მიღებასა და მის ჩვენებებზე ისაუბრა, რაზედაც საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა.
„ხშირ შემთხვევაში მარკეტინგული ხრიკია, შეიძლება პროდუქტს წინიდან ეწეროს რეტინოლი, თუმცა არ შეიცავდეს რეტინოიდს. თუ ჩვენ აქტიურ ნივთიერება რეტინოლზე ვისაუბრებთ, ვადასტურებ, რომ მას ახასიათებს ეგრეთ წოდებული ფერჯინგ ეფექტი, ანუ ამოყრის ეფექტი. როდესაც აკნეს სამკურნალოდ ინიშნება მათ ახასიათებთ ეს. პირველ ეტაპზე ეს ახასიათებს“,- აცხადებს ზაზა თელია.