ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფი ხშირად გახდა ბულინგის მსხვერპლი.
როგორც კადრებიდან ჩანდა, მათზე აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერში ეწეოდნენ ბულინგს და მათი მისამართით შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდნენ.
„იმედის დღის“ გადამღებმა ჯგუფმა სიუჟეტი მოამზადა - „ბულინგი „იმედის“ თანამშრომლებზე, ოჯახზე და ევროპულ მომავალზე“, სადაც ტელეკომპანიის სხვადასხვა სახე აღნიშნული თემის შესახებ საუბრობს:
„გვაიძულებენ, რომ პროფესიიდან წავიდეთ ეს ხომ ფაშიზმია, არაადამიანური და ამორალურია. ჩემში ვერასოდეს ვერავინ ვერ ჩაკლავს პატრიოტულ სულს. ვერ წარმომიდგენია ოჯახის წევრები სხვადასხვანაირად აზროვნებენ, ვიღაცას მოსწონს „ქართული ოცნება“ ვიღაცა აქციაზე დგას, მაინტერესებს ეს ადამიანები სახლში ერთად ჩაის როგორ სვამენ. ანუ დედას აგინებენ საკუთარ დედას? და მას რუსს ეძახიან? ,“ - ამბობს ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი.
„ადამიანმა შეიძლება ტყვია გესროლოს და ისეთი სიმწარე ვერ მოგაყენოს, როგორც ტყვიამ. მე დღეს თუ რამეს წარმოვადგენ ეს არის ამ ტელეკომპანიის დამსახურება. აქ ყველაზე ცუდი არის ის, რომ ოჯახს ეხებიან, ყველაფერს ნახულობს დედა, მეუღლე, შვილი ისინი ამ ყველაფერს ძალიან მძიმედ აღიქვამენ ,“ - ამბობს „ღამის შოუს“ იუმორისტი ჯიმი აბესაძე.
„გაოგნებული ვუყურებ ადამიანები, რომლებიც ევროპას ითხოვენ რას აკეთებენ!? მე რომ არ მწამდეს იმის, რომ დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება იბრძვის რომ წამოდგეს და განაგრძოს გზა, როგორც ევროპულმა სახელმწიფომ მე ასე ღიად მხარს არ დავუჭერდი და არც ერთი იმედელი“, - ამბობს რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე.
„რატომ რისი გულისთვის!? „იმედში“ ადამიანებს დიახ სტკივათ, დიახ განიცდიან და გულთან ახლოს მიაქვთ ყველაფერი, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. მწერდნენ, რომ ვარ ერის მოღალატე, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქე“, - ამბობს ტელეწამყვანი ნანუკა გულუა.
კოლეგებზე აღნიშნული ბულინგი „იმედის დღის“ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანებმაც შეაფასეს.
„მინდა მივმართო ჩემ კოლეგებს, რომლებიც სხვა არხებზე მუშაობენ: ასეთ დროს, როცა უყურებთ რას უშვებიან „იმედის“ ჟურნალისტებს ქუჩაში რას აკეთებთ და რომელმა დაგმეთ მოქალაქეების და თქვენივე კოლეგების საქციელი?“, - ამბობს ჟურნალისტის ნუცა ქავთარაძე.
„ეს ყველაფერი დამთავრდება და ვისაც მიხვედრა შეგიძლიათ მერე მიხვდებით, რა აკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ გეწყინებათ და არ მოგეწონებათ საკუთარი საქციელი“, - ამბობს ტელეწამყვანი ვასიკო ოდიშვილი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ნახეთ ლოცვა, რომელიც ბარბარობას ყველამ უნდა წაიკითხოს
⭕რა მოხდება 2025 წელს? – ვანგას შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება