Digest Logo

„რაც არ უნდა გავასაჩივრო, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი - ოლიმპიური მედალი, მე არ შემხვდება“ - სანდრო ბაზაძე

1722317377
 სანდრო ბაზაძე

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის შემდეგ, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მან აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მერვედფინალურ ეტაპზე მსაჯთა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვება მის მოწინააღმდეგეს, ეგვიპტელ მოჰამედ ამერს ხვდა, გაასაჩივრებს, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეხვედრის შედეგს ვეღარ შეცვლის.

სანდრო ბაზაძის თქმით, მას სწორედ მსაჯებმა წააგებინეს.

„17 წელია სპორტსმენი ვარ იმისთვის, რომ მსაჯებმა წამაგებინონ. ეს სამწუხაროა. არაუშავს, თურმე ხდება ხოლმე ასეთი რაღაცებიც სპორტში. რაც არ უნდა გავასაჩივრო, ამას აუცილებლად გააკეთებენ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი, ის მე არ შემხვდება - მედალი. ეს სამწუხაროა. ძალიან მიჭირს ამის გადატანა“, - ამბობს სპორტსმენი.

შეგახსენებთ, დაძაბული შეხვედრა სანდრო ბაზაძესა და მის მოწინააღმდეგეს შორის ანგარიშით 14:15 დასრულდა. სადავო ეპიზოდი, სადაც ეგვიპტელს გამარჯვების მომტანი ქულა მიენიჭა, ქართველმა სპორტსმენმა იქვე გააპროტესტა, თუმცა, ეს მსაჯების გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ გამხდარა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

⭕ „რა პატარები იყვნენ ჩემი გოგოები, დრო სწრაფად გარბის“ – გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„უსაყვარლესი ადამიანი“ - სალომე ბაკურაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს