მომღერალი სოფო ბედია გადაცემაში „რა გვსურს ქალებს“ იმყოფებოდა, სადაც პროფრსიასა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე ისაუბრა:
„ვფიქრობ რომ ჩემი ხასიათი ადამიანურია. თუ კი ადამიანი არ ხარ მაშინ ვერც ზოდიაქო გიშველის და ვერც სხვა რამ. სირთულეები ყველას გაგვაჩნია, თუმცა მებრძოლი ადამიანი ვარ და არასდროს ვყრი ფარ-ხმალს. ყოველთვის მივიწევ წინ. აუცილებელიცაა ამ სირთულეების გადალახვა..
განსაკუთრებული სიყვარული და ურთიერთობები იყო ჩემ ბავშვობაში. გაჭირვებაც კი ძალიან კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა რომ რთული პერიოდები გამოვიარეთ. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ჩვენ ადამიანებად დარჩენას. სამწუხაროდ შენი ბედნიერება დღეს ბევრს არ უხარია. ამას უფრთხილდები და აკეთებ შენთვის. რაც მიშა მესხის ცოლი ვარ საცერში სულ ვარ.
აუცილებლად უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. უნდა წახვიდე წინ და არ მიაქციო ადამიანებს ყურადღება, რომელთაც შენი წარმატება არ უხარია. ყველაზე დიდი მიღწევა პროფესიული კუთხით, არის ხალხის სიყვარული. ბევრი საყვარელი ადამიანების დაკარგვის მიუხედავად დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ“, - ჰყვება სოფო ბედია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „აისი“ ოფიცრები ძირითადად რეიდებს ატარებენ ქუჩაში...“ - ვის დაადეპორტებენ ამერიკიდან?
🎥 „თებერვალი საკმაოდ მისტიკური თვე იქნება...“ - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი