ექიმი, რეაბილიტოლოგი და თერაპევტი ზურაბ მიქელაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ხერხემლის იმ დაავადებას ასახელებს, რომელიც არ იკურნება:
„ხერხემლის დაავადებებზე ვსაუბრობ, რომელიც არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება და პაციენტის ცხოვრების ხარისხის მომატება.
ხერხემლის სახსრის ართროზი ანუ სპონდილო ართროზი: ხერხემლის ქრონიკულად მიმდინარე დეგენერაციული ცვლილებებია, ამ დროს თანდათან ზიანდება ხერხემლის სახსრები. პირველ ეტაპზე სასახსრე ზედაპირი თანდათანობით კარგავს ელასტიკურობას, ვითარდება მიკროტრავმები, უხეშდება სასახსრე ზედაპირი და ვითარდება სახსრის ანთება. ამ ყველაფერს იწვევს მუდმივი, მძიმე ფიზიკური შრომა“, - ამბობს ზურაბ მიქელაძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საქართველო“ - პატარა „ტიკტოკერების“ დემეტრე მაისურაძისა და გიორგი გაბუნიას დუეტი