
23 ოქტომბერს, ქუთაისში მცირე წვიმა და მზეა ნავარაუდევი, დღისით +24 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე მცირე წვიმას ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში უნალექო დღე იქნება, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექი და მზე არის მოსალოდნელი ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა სოხუმშიც. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე წვიმა იქნება და მზეც გამოანათებს. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმიან დღეს ვარაუდობენ, იქნება მცირე ქარიც. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი და მზეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მცირე წვიმა და მზე იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „8 დღე კუბოში“ - გიგი ქათამაძის მორიგი შოკის მომგვრელი ექსპერიმენტი
👑 „აბსოლუტური დედოფალი“ - ზაზა ფაჩულია მეუღლესთან ერთად დუა ლიპას კონცერტს დაესწრო