Digest Logo

☀️ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1760418162
ამინდი - მზიანი

14 ოქტომბერს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +23 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10.

ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +19 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +-2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება თელავშიც, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.