პირობა შესრულებულია - დღეიდან, 1 თებერვლიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შესაძლებელია, თუმცა სრული რეაბილიტაცია - ტროტუარების მოწესრიგება, განათებები, გამწვანება - მარტში დასრულდება.
გამზირი სპეცტექნიკით უკვე დასუფთავებულია, გვიან ღამით დაიწყო გზის დახაზვის სამუშაოებიც.
32 მილიონ ლარად ღირებული მასშტაბური რეაბილიტაცია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გამზირზე გასული წლის აპრილში დაიწყო.
„დასრულებულია სამუშაოები საგზაო ნაწილში, რაც იყო ჩვენი დაპირება. დაპირება შესრულებულია. ორმხრივად თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი მეხსიერება გაუმჯობესდეს? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
🎥 გაიცანით ოჯახი, რომლის ოთხივე თაობა მეფუტკრეა - ტრადიციად ქცეულ პროფესია