Digest Logo

„როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს“ – რუსუდან მუმლაძე

1714021711
რუსუდან მუმლაძე

მომღერალი რუსუდან მუმლაძე გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

„როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე ვილაპარაკე, ისეთი ადამიანები მესროდნენ ქვას, ვისაც იგივე გავლილი აქვს ან ახლა გადის. სასიამოვნო ნამდვილად არ იყო მაგრამ ის მომენტები, რომ მომეწყინა, ეს რა თქვეს, რა დაწერეს მეთქი, არ მქონია.

ჩემმა შვილმა, რომელიც ახლა 31 წლისაა, როდესაც ეს ამბები დაიწყო 15-16 წლის იყო. ლოიალური ბავშვი იყო, დიდივით აზროვნებდა არ გაუპროტესტებია. ძალიან დიდი როლი ითამაშა ზურას ხასიათმაც.. ადამიანი არის პოზიტივის განსახიერება, სულ იღიმის.

რაც შეეხება ზურას შვილს, მაია ზრდასრული ადამიანია. მე მას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებ ახლაც და მაშინაც, რადგან ჩემი, როგორც შვილის შემთხვევაში ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად იგივე პოზიცია მექნებოდა. მეც დედის მხარეს დავიჭერდი კლდესავით.. მაიასთან ძალიან დისტანციური ურთიერთობა მაქვს არ მაქვს ახლო ურთიერთობა ჯერჯერობით. ეს ზურას სჭირდება..“, – აცხადებს რუსუდან მუმლაძე.

ცნობისათვის, მომღერალი რუსუდან მუმლაძე ცნობილი კომპოზიტორის, „ივერიას“ წევრის, ზურა ლალიაშვილის მეორე მეუღლეა. პირველი ქორწინება კომპოზიტორს პროდიუსერთან, მარინა ბერიძესთან აკავშირებდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რომელია საუკეთესო ფოტო?... ველი თქვენ პასუხს...“ - ნახეთ, ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები

„ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება...

⭕„ექსტრავაგანტური, კლასიკური, გრაციოზული“- გამორჩეული სტილის მქონე 10 ქართველი ქალი