Digest Logo

რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს

1652513261
უბედური- შემთხვევა

რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე კორპუსის სახურავზე კაცის ცხედარი იპოვეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ბათუმის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებლის სახლის სახურავზე მცხოვრები საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა სადაც კაცის ცხედარი ნახა.

მოგვიანებით გაირკვა რომ 60 წლამდე კაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

სხვა დამატებითი დეტალები და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.