15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს სახლის პირობებში - არუნ ხათრი მარტივ საშინაო მეთოდს გვიზიარებს
⭕„ტრადიციული შაბათი დღე“ - რუსკა ქარქაშაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს