Digest Logo

სამხედრო ფიცის დადების ცერემონია საქართველოს მასშტაბით 11 ადგილას გაიმართა

1685087791
ვფიცავვფიცავ

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადეს.

სამხედრო ფიცის დადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს მოხსენება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილმა ჩააბარა.

ამავე თემაზე:

🎥 ⭕ live: თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო